უცნაური განცდა..
ჩემში ყველაფერი ძლიერ აირია, თითქოს გავიყინე და თიქოს გულიც ამიჩქარდა , ნეტა რამ შემცავალა ასე ძლიერ? ნუთუ ჩემს სხეულს ვინმე დაემონა, ჩემს გულს ნაღველი რატომ დაეწაფა, ჩემს სულს ტკივილი რატომ დაეუფლა, გული ასე ძლიერ რატომ ამიჩქარდა. და ფიქრს ტკივილი რატომ დაეწაფა, თითქოს რაღაც ძალები მე ძლიერ მმართავს და ჩემში ახალს ვერაფრით მართავს. ისევ მოგონება და ისევ ტკივილი ნეტა ასე ხშიად რატომ მმაგონებს თავს, თითქოს გავირიყე სულ სხვა სამყაროა ხანდახან კარგია მაგრამ სევდიანი, მინდა დავვიწყო არც ისე ადვილია ვიცი მომავალი მას არ უწერია, უაზრო ფიქრებია მაგრამ მაინც მეორდება მინდა განვდევნო არც ისე იოლია.. მეგონა გრძნობები ჩემში არ ბუდობდა მეგონა სამყარომ გამრიყა თავისგან , მაგრამ ეს ასე თურმე არ ყოფილა ჩემში გრძნობებია ,ჩემში რაღაც სიცოცხლეა, მაგრამ ძლიერ მიჭირს მისი გადმოცემა ჩემში გრძნობა გაცოცხლდა ნუთუ ახალია, გონება დამიხრშო, ფიქრი წაიღო , მინდა მიხაროდეს ,არვიცი რა უკეთესია, ის კი ნამდვილად ვიცი რომ ძლიერ შევიცვალე , საკუთარ თავში მე ვეღარ დავინახე თითქოს ახლად დავიბადე,ახლად მოვევლინე სამყარო სულ სხვა თავლით რატომ დავინახე?? ყველა და ყველაფერი ძლიერ შეიცვალა ჩემს გულს ნაღველი ძლიერ შემოაწვა ფიქრმა მოგონებამ სული მოიტაცა რაღაც ტკივილი ძლიერ დამეუფლა.... 2016 წლის გაზაფხული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!