ლამაზი იყო, ცა დღეს იცი ძლიერ ლამაზი


დიდი ხანია,ასეთი ცა მე არ მინახავს..
და არ მინახავს, მთავარე ასე 
ძლიერ კაშკაშა..
და ვარსკვლავები მოციმციმე,
მზეზე ელვარე..
თითქოს დღე იყო,თითქოს თამაში
ვარსკვლავთა ცვენის..
და მომღიმარი, მოთამაშე,
გზას დაჰყურებდნენ და მინათებდნენ,
სეირნობის სურვილს მიჩენდნენ..
ლამაზი იყო, ცა დღეს იცი
ძლიერ ლამაზი,
მათი ნათება, სხივებს ჰფენდა 
ღამით სამყაროს,
ოჰ,ის ვარსკვლავი მე რომ მიყვარდა
ორბიტას მოწყდა..
და აღარ იყო ცა ისეთი
კაშკაშა თითქოს,როგორც ვიხილე,
ბედნიერი და მოთამაშე..
და აღარც მთვარეს ჰქონდა სურვილი,
რომ მოსეირნეს გაენათა,
ჩემთვის ბილიკზე..
თითქოს სწყენოდათ ვარსკვლავებს ჩემი,
ჩემი განზრახვის და სიმხდალის
არ ჰქონდათ მზერა..
სურვილს უქრობდა ,მათ ჩემი ფიქრი,
ჩემი სიმხდალის და გაქცევის 
სურვილის მზერა.
 
25.10.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი