დილიდან .. ღამემდე


ყოველ დილით სახლიდან გამოსვლა....კარგია მიზეზი რომ გაქვს გაღვიძების,მაგრამ ერთი და იგივე გზის გავლა ყოველ დღე, ვერაფერს ახალს ვერ გვთავაზობს,გოგონა მეტროში გვერძე გადავარცხნილი ხუჭუჭა თმით, ბრჟღვიალა ლაქით ფრჩხილებზე, ერთი და იგივე მუსიკა ნაოშნიკებში და საათზე გაქვს გადატანილი მთელი ყურადღება, ხომ არ აგვიანებ. ხო და დღეს დილით, როცა არაერთხელ გატკეპნილ, უინტერესო გზას გავდიოდი...შევამჩნიე , რომ დიდი ავტომობილი რომელი ჩემ სახლთან ახლოს დგას და ყოველ დილით მიწევს მისი გავლა, თურმე რა დიდებული სახელი ქონია, შესაფერისი,გიგანტური სახელი, ძლიერი სახელი... კიდევ შევამჩნიე , რომ ის პუტკუნა საყვარელი გოგო ,რომელიც გზად მხვდება ყოველ დილით ერთი და იგივე დროს, ხვეული ლამაზი თმა ქონია, აქამდე სულ ქუდი ეფარა ხოლმე...არის კიდე ერთი ადგილი სადაც უჩვეულო რამეები ხდება , მაგრამ დღეს აღმოვაჩინე , რომ ინტერესი მკლავს გავიგო რა ხდება იქ, შავებში ჩაცმული, შარვალ კოსტუმში გამოწკებილი მამაკაცები ხელებდაჭდობილი დგანან ყოველდღე, ხშირად მიფიქრია დაკრძალვის ცერემონიალი ხომ არ არისთქო,მაგრამ დავიჯერო ყოველდღიურად საქართველოში ამდენი ადამიანი კვდება და ყველას იქ ასაფლავებენ??? თან რატომ დგანან მხოლოდ მამაკაცები თან ძალიან ბევრი და რატომ არ დგანან ქალბატონები, თან ადგილიც ისეთი მივარდნილია მიმალულია , სრულიად შეუფერებელი შარვალ კოსტუმისთვის და შესაფერისი შავი სამოსისთვის....და უკვე გზის ბოლოს სამსახურის კარებთან სტაიანშიკი , ბაბუ 10 წელია აქ ვმუშაობო მახსოვს ერთხელ მითხრა, გავუღიმე რათქმაუნდა,მაგრამ გამოვცდი თუ არა, დამავიწყდა ამ ბაბუს არსებობა, ხო და ახლა მივხვდი, რომ ყოველ დილით ამ ბაბუს ღიმილი და ტკბილი " დილა მშვიდობისა ბაბუ" მთელ დღეს მიხალისებს ,მავსებს, მაიმედებს .. მერე ბოლოს ქოშინით ავლილი ოთხი სართული , მერე ბოლო საფეხურებიც და სამუშაო საათებიც დაიწყო..........................................ხო და რატომ ვილაპარაკე ამდენი იცით? ყველაზე უინტერესო ცხოვრებაც და ის გზაც , რომელსაც ყოველ დილით გადიხართ შესაძლებელია გახადოთ საინტერესო, თქვენითვე გახადოთ ის საინტერესო,რომ მიიქციოს თქვენი ყურადღება ავტომობილის სახელმა თუ არა , მისმა დიდებულმა შესახედაობამ მაინც, რომ შეამჩნიოთ ადამიანები გზაზე რომლებიც ყოველ დილით გხვდებიან, რომ თუნდაც იმ სტაიანშიკის დილამშვიდობისამ გაგიხალისოთ მთელი დღე. დაუშვით რომ ადამიანები რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან ყველაში არის ცოტა ბედნიერება, ხო და ამ პატარ -პატარა ბედნიერებებით თქვენც იყავით ბედნიერები... დაგაკმაყოფილოთ იმან რაც გაქვთ, რაც გხვდებათ ამ გზაზე და ყველაფერი კარგად თუ არ იქნებ,ა მოგეჩვენებათ მაინც , რომ ყველაფერი კარგად არის..... ასეა ეს.......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი