კარი ჩამიხსენით...


ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს გავასწარი,                                             ფიქრში,ოცნებებში, ღამე გავათიე,                                                                     .             სიკვდილს, სიცოცხლეში ისიც დავასწარი,                                                          .                      კარგი, ცუდისაგან ვეღარ გავარჩიე,                                                                  .                       მერე ,მიტოვებულ საფლავს ჩავეხუტე,                                                         .                    გვამმაც გაიოცა, ჩემდა უნებურად ,                                                                  .                                       სულო ამ სხეულში როგორ ჩამეხუთე ,                                                       .                                       მკვდრები, სამარეში გადაბრუნებულან...                                                         .                           მიწამ პირი მიღო , ვეღარ გავიმეტებ                                                              .                            ჩემსკენ რომ გიხმობენ,ჩემი ხმა როდია                                             .                            შეუძლებელსაც რომ შევძლებ დავიჯერე ,                                                   .                            როგორ დავიჩემე,ღმერთის პაროდია,                                                          .                                      მორჩა, დამიმსხვრიეთ სცენა კულისები,                                                                      წყეულ  კლოუნებზეც აღარ დავიცინებ,                                                       .                            ღმერთო, გამიხსენი კარი ჯოჯოხეთის,                                                                     .                           ზემოთ მომბეზრდა და ახლა აქ ვიძინებ ,                                                              .                           ხო და ჩამომგჯიჯეთ, დროის მანდილები                                                                გამიუფერულეთ დილა,განთიადი,                                                                         .                          კარი ჩამიკეტეთ ,სანამ გავცოცხლდი და                                                                   .                         სანამ ავეწყვე და ისევ გავმთლიანდი,                                                             .                      ახლა მომაშორეთ, ფიქრი დასასრულზე                                                    .                        სიკვდილს შევესწარი, ხო და არ ვარჩიე                                                      .                       რაღა დავმალო და დღესაც უძლური ვარ ,                                                .                       კარგი, ცუდისაგან ვეღარ გავარჩიე !..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი