არ გიცხოვრია...


ნუ იტყვი ვიცხოვრეო, თუ არასდროს დაგიჩოქია,                                                       ნურც მაშინ იტყვი, თუ გულწრფელად არ გიტირია,                                                          არ გიცხოვრია მაშინაც კი, კომედიაზე ,                                                                          .      ან მეგობრებთან გულიანად არ გიცინია, .                                                              .         არ გიმღერია? არც მაშინ თქვა ვცხოვრობო ლხენით,                                             .        და მთის მწვერვალზე არ ასულხარ ღამე ყინვაში?                                                    .        არ გიცხოვრია, თუ არ იცი ვალსი პარისთვის,                                                         .        არ გიცხოვრია თუ არ ცეკვავ, ღამე, წვიმაში, .                                                        .           არ გიცხოვრია, თუ არ იცი დაისი ზღვაზე                                                                 .          და არ გინახავს მთაში ნისლი როგორ ფენია,                                                          .          არ გიცხოვრია, თუ მდინარეს შავ ზღვას ადარებ და                                                   .          არ იცი ,რომ ოკეანე ზღვაზე ვრცელია, .                                                                    .          არ გიცხოვრია,არასოდეს თუ არ შესულხარ                                                           .         და ღვთის ტაძარში გულმხურვალედ არ გილოცნია,                                                 .           არ გიცხოვრია, თუ არ ნახე ხატი ხვტისმშობლის,                                                    .            მერე დაჩოქილს ღვთის ფეხებზე არ გიკოცნია. .                                                       .            ხო და ნუ იტყვი ვიცხოვრეო, თუ არ უყვარდი                                                       .              და თუ არასდროს, არაფერი გაგხარებია,                                                              .              არ გიცხოვრია და ნუ იტყვი ვცხოვრობო მაინც,                                                  .                თუ კი არასდროს, არსად, არვინ არ გყვარებია, .                                                  .             თუ ამაყი ხარ, დავდაბლობა შენთვის უცხოა,                                                     .              თუ კი არასდროს მოწყალება არ გითხოვია,                                                     .               თუ არ გიგრძვნია თანაგრძნობა, არსად, არვისგან,                                           .               ნუ დაიჩემებ ვიცხოვრეო ,არ გიცხოვრია..... . . .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი