რჩევა პაემანზე წასვლის წინ (პასუხი)


როდესაც მიდიხარ , პაემანს დავარქმევ,                                                                        .          როცა როლს ირგებ და მეორეც როლშია,                                                              .            ნიღაბში ვერ ხედავ როგორიც არის და                                                .     .                 უბრალოდ სცენაზე, ყელამდე ბოლშია,                                                   .                      ასეთებს მხოლოდ ეს, უნდა რომ გიყვარდეს,                                      .                       როლებში შეჭრილი ტონსაც რომ გიმაღლებს ,                                              .                   თუ ასეთს შეხვდები ,ნუ ჩათვლი საჭიროდ,                                                       .                     იძახო, ბიჭებში არასდროს მიმართლებს                                                      .                         მოდი და ვისწავლოთ ასეთის მოთოკვა,                                             .                               მოვარგოთ კაბაზე საყურის ფერები,                                                      .                             თუ ქეწრა თმები გაქვს, ეცადე სიმუქე ,                                                             .                   სხვა გრძნობებს აღვიძებს, მე ვფიქრობ ქერები,                                       .                   უბრალოდ, წადი და ჩაიცვი რაც გინდა,                                                 .                    ინტერესს გაუჩენ, მთელ ზღვას რომ მოცულობს                                          .                აქციე უჩინრად, ღილებით დამალე ,                                                                 .                  აი ის, წყევლის დროს მაინც რომ ლოცულობს,                                                      .                 არ გინდა ყავა და ზედმეტი სიშტერე,                                                         .                 ჯობია, თბილისი ფეხით მოატარო,                                                                         .                    ეცადე იყავი მიუწვდომელი და                                                                   .                                          ყოველი მცდელობა, უბრალოდ გაატარო,                                                          .                           არ აყვე გრძნობებში ,აცადე გაგიჟდეს,                                                               .                         არ მისცე კოცნის და ალერსის უფლება                                                            .                          ნუ დაღლი საუბრით, ნურც ჩუმად იქნები,                                                          .                           სულ ცოტა, შეზღუდე ეგ თავისუფლება,                                                              .                               არ გინდა ტუჩების, ტუჩებზე გადაბმა,                                                                .                                  მშვიდად მოუგვარე, არ გინდა უხეშად,                                                                   .                                   ადროვე, რომ შენით თავს ზემოთ გაგიჟდეს                                                            .                               და მერე აქციე სევდია ნუგეშად,                                                                         .                                 იყავი თამამი, ზომებში ოღონდაც                                                                .                                 ღიმილი, გახსოვდეს არ უნდა დაინდო,                                                            .                                    ამაყი თვალებით ანიშნე დამტოვებ????                                                                 .                                  ჩემს ფეხთით იხოხებ,თავნება რაინდო,                                                          .                                  ვიცი, რომ კაცია და არა ბუნება,                                                                  .                             ყოველ შენს ნახვაზე,სულ მეტი უნდება ,                                                         .                            არ მისცე უფლება საწადელს მოერგოს,                                                            .                            მიაღწევს და მერე მუღამი უქრება,                                                                  .                              სულ რაღაც, ერთ ღამეს მოიწყობს განტვირთვად.                                                      .                                შენც ტვინით გათიშულს, ვერ ფიქრობ თუ ცდები,                                              .                                 ის ადგა წავიდა, კაცურად წავიდა,                                                           .                                 თავთან დაგიტოვა ყვავილის ფურცლები,                                                     .                                ახლა კი ითვალე თუ კი არ გბეზრდება,                                                    .                                      საწოლზე მზის სხივად ყვავილს რომ გაუთბე,                                           .                                      გამოდის, ტყუილად ვიყბედე ამდენი,                                                                     .                                      ცუდად მოიქეცი, ასე რომ დაუთმე.                                                                      .                                            ასე რომ არ იყოს, ასე რომ არ მოხდეს ,                                                      .                                     ეცადოს თავისი მოიცა, ადროვე                                                                               .                                       თუ ხვდები მორიგი თოჯინა მოუნდა,                                                              .                                         სანამ თტვინს გათიშავს წადი და დატოვე,                                                   .                                         დატოვე, ნიღაბიც მოიხსნას თამაშის,                                                                     .                                        თუ ხვდები ფარხმალს ყრის ვნებებში წასული,                                              .                                       ადექი, წამოდი, უსიტყვოდ,უენოდ,                                                                             .                                        ავად რომ გაუხდეს ნაწყენი წარსული!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი