სუფლიორებო...


.გათენდა, ადექი, სცენარი ზადაა,                                                                          .                          ასეა ცხოვრების წესი და ადათი,                                                                    .                          რეჟისორს მზადა აქვს ,მონოლოგს გიმზადებს,                                               .                          ყელშია, სარკის წინ შენს თავთან კამათი,                                                     .                          კულისებს მიღმა ხარ როლებში შჭრილი,                                                          .                          აცადე, აეხსნას,გაიხსნას ეს ფარდაც,                                                            .                          სუფლიორს მოერგო ათასი მახინჯი,                                                                             .                          ამ როლში რატომღაც, ყველაა შენს გარდა.                                            .                          ღამდება, იძინებ, სცენარიც მთავრდება,                                               .                          მშვიდობით დუბლებო სინათლის ხილვამდე,                                        .                          დამთავრდა ამ ღამით როლების მორგება,                                             .                          მშვიდობით ნიღბებო, სულ რაღაც დილამდე ,                                                   .                          მაგრამ რა, თენდება ისევ ის სცენარი,                                                            .                          ისევ ის ნიღაბი, ასე რომ ვერ იტან,                                                                         .                          უყურებ სუფლიორს ამაზრზენ თვალებში,                                                                   .                          ხმასაც რომ უწევს და ბრძანებლობს სცენიდან,                                               .                          ყველა შენ დაგყურებს, დიდი თუ პატარა,                                                             .                          "მე მინდა" არა გაქვს უფლება ხსენების,                                                .                          დუბლიორს არ უნდა შეგცვალოს ხიფათში,                                                            .                          გმირი ხარ სპექტაკლში, საშიში სცენების.                                               .                          ერთხელაც ამოვა ყელში ეს როლები,                                                         .                          ნიღაბს რომ მოიხსნი საცნობიც დახდები,                                              .                          მაგალითს მოუყვან ყველას, ვინც თამაშობს                                                      .                          რა იცი, ვინმესთვის ოცნებად ახდები.                                                              .                          მოდი და დაწერე სცენარი რაც გინდა,                                                                .                          შენ თვითონ ააწყვე, ვინ კითხავს დუბლიორს,                                                          .                          დადექი, გვერდიდან უყურე ცხოვრებას,                                                         .                           მოდი და სეირი ვუჩვენოთ სუფლიორს,                                                    .                           კარგია სცენარი, თუ თვითონ შექმენი,                                                      .                           დუბლების შეცვლასაც არავინ არ ნაღვლობს,                                           .                           კარგია იცოდე სცენაზე დგეხარ და                                                        .                           არავინ,  არაფერს,  არასდროს, გკარნახობს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი