წვიმს ..
„ისევ აყვავდა გული ვარდივით და ისევ მინდა, შენზე დავწერო...“ გიორგი ლეონიძე წვიმს და შემიჩნდი გულში. უცნაურ სევდად შემრჩი. შენზე ფიქრს მკაცრად ვუშლი გულს, გონებას და... ლექსში მაინც მოდიხარ ჩემთან, სულ მინდა, შენზე ვწერო (ალბათ, ასეთ დროს მიჰქრის ხაზარეთისკენ წერო)... სულში კი ჰყვავის ვარდი, დუმილი ადის ცამდე. იქნება, შეგიყვარდი და შენც ვერ იტევ ამდენს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი