ვიდრე ამოვხსნიდე
სიახლეს, სიძველეს, მარტოობას: ყველაფერს თავისი სურნელი აქვს, მრავალუცნობიან განტოლებას ჰგავხარ და იქსებიც ულევია... ჩემი სიყვარულის მიზეზია შენი ჩახლართული იგრეკები... შენთვის იმედების სინთეზია ყოფა - მე რომ შიშით ვიდრიკები. ვიდრე ამოვხსნიდე განტოლებას, ვიდრე იმედებად გიზეიმებ, ადე, დამიმსხვრიე მარტოობა, სულში ამაყად რომ მისეირნობს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი