მეფიქრება


წასვლა მარტივია... მიმართულების პოვნა ძნელი.
ყოველ შენს ნაბიჯს გამართლება უნდა ჰქონდეს. სიხარულის და სიკეთის მომტანი უნდა იყოს საკუთარი თავისთვის, უფრო მეტად კი გარშემო მყოფებისთვის. მათთვის ვისაც უყვარხარ და შენში მომავლის იმედს ხედავენ. არ გაქვს უფლება იყო სუსტი, პატარა შეფერხებამ იძულებული გაგხადოს უკან დაიხიო. იზრდები და ხვდები რომ შენ კი არ ხარ სხვაზე დამოკიდებული, უკვე შენზე არიან დამოკიდებულნი და სჭირდები მათ ძლიერი და მყარი თავშესაფარი, მანამ სანამ დამოუკიდებლად სიარულს ისწავლიან, იმ მიმართულებით, სიკეთისკენ და სიყვარულთან შერწყმული თავისუფლებისკენ მიმავალი გზა რომ ჰქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
გარჩაპროგრამისტი2 წლის წინ

ეგრეაა

გარჩაპროგრამისტი2 წლის წინ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი