ექოში დაკარგული


როგორ ხდებიან ყველაზე ახლობელი ადამიანები ყველაზე უცხონი? მთელი სასიცოცხლო ენერგია შეისრუტონ შენგან, და მერე თითქოს არაფერი , თითქოს არაფერი გაგიკეთებია, არც გიარსებია.  ერთ წამს სიცოცხლის წყურვილი გაგიმძაფრონ და იმავე წამს სიკვდილი განატრებინონ? როგორ შეუძლიათ განანებინონ ყოველი სიტყვა, ემოცია, ქცევა…
როდის ვკარგავთ საკუთარ თავს იმდენად რომ აღარაფერი გვტკივა ?  ვისთვის არის ეს ცხოვრება მარტივი და ხელშესახები ?
და ასე უსასრულოდ დაგროვილ პასუხგაუცემელ კითხვებს მივყავართ არსად, გარდა საკუთარი თავის ზიზღისა და უიმედობისა, რომ ყველაზე უსუსური  არსებები ვართ ჩვენ, ვისაც კი ოდესმე საკუთარ თავზე მეტად გვყვარებია ჩვენივე გამოგონილი , საკუთარი ადგილის პოვნაში , რომელიც სამყაროს არასდროს მოუცია .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი