ექოში დაკარგული


ადვილი არაფერია. არც არაფრისგან ვართ დაზღვეული. უბრალოდ ვერც სხვის მაგალითებზე ვსწავლობთ, სანამ თავად არ გამოვცდით და მერე ვიწყებთ თავიდან, ახალ ცხოვრებას. უფრო ყურადღებით . საკუთარი თავისთვის, მშვიდად, თავისუფლად. იმდენად გვაძლიერებს სწორად გავლილი გაკვეთილი, შეუძლებელი ხდება ვინმემ გადაგვახვევინოს გზიდან, ვერაფრით რომ იპოვე მანამდე, სანამ ცვლილებას არ განიცდიდი. საკუთარი თავის აღქმა, მიღება, შეცდომების პატიება გვეხმარება თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, ვერასდროს რომ შევნიშნეთ სხვებისთვის თავგანწირულებმა. და გვეცინება, რატომ? რატომ გავიხარჯეთ ასე სხვისთვის ბედნიერების მისანიჭებლად და დავივიწყეთ საკუთარი თავი? რატომ ვცდილობდით სხვისი სიცარიელის შევსებას, საკუთარი სისავსის ხარჯზე? რატომ ვიცხოვრეთ გაურკვევლობაში და ძიებაში რაღაც განსაკუთრებულის, იდუმალების, როცა ჩვენს ხელთ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო - საკუთარი თავი? !
შენ - ჩემო თავო ❤️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი