ექოში დაკარგული


თავიდან გვგონია რომ ცხოვრება დასრულდა. თითქოს მიწა გამოგვეცალა ფეხქვეშ . არაფერი გვახარებს , არაფერი გვაფიქრებს, იმდენად გულგრილნი ვხდებით ყველაფრის მიმართ, რომ არაფერი გვადარდებს კიდეც , გარდა ერთისა… იმ ერთისა, რომელსაც მთელი არსებით მივენდეთ და სწორედ მაშინ გვაქცია ზურგი , როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. არაფერი კლავს ადამიანს , გულგრილობის , იგნორის, უხეშობის, გაუთავებელი საყვედურების და დაყვედრების გარდა. იწყება გლოვა…
საკუთარი თავის გამოტირება, საკუთარი უსუსურობის, შიშების, იმედების, ოცნების…
მივტირით იმ ბედნიერ წუთებს რომლებიც აღარ განმეორდება, გრძნობებს რომლებიც ვეღარასდროს იქნება უწინდებურად აღმაფრთოვანებელი, საინტერესო, გასაგიჟებელი… 
და იძირები სიბნელეში, რომელსაც გეგონა რომ როგორც იქნა თავი დააღწიე. ვეღარ სუნთქავ, ვეღარ არსებობ… ყოველ წამს ფიქრობ , იმედი გაქვს მოვა , კარს შემოაღებს , გულში ჩაგიკრავს და გეტყვის- ყველაფერი ღამის კოშმარი იყო. 
თუმცა ამაოდ 
სწორედ მაშინ, როცა ყველაფერი აზრს დაკარგავს, როცა ყველა სინათლე ჩაქრება, როცა ყველა გზა ჩაიხერგება , მიხვდები რომ ყოველთვის არსებობს ახალი გზა, ახალი ძალა , ახალი დასაწყისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი