შეხვედრიდან შეხვედრამდე


ყოველ დილით
ჩემს ფანჯრებთან რომ ყვავილობს
მოლოდინი,
ვკრეფ და
ლარნაკს
ფიქრით ვავსებ,
რომ არ დაჭკნეს
სურვილები
შენთან ყოფნის
სიკვდილამდე.
ისე ტკბილი სურნელი აქვს ჩემს ოცნებებს,
დაღამებას ველოდები,
რომ თავიდან შევხვდე დილას.
გახსოვს ,
როგორ ვინახავდი
შენს მოტანილ გაცინებას
შეხვედრიდან
შეხვედრამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი