* * * უკვე შემეჩვიე
უკვე შემეჩვიე... უკვე შეეჩვიე უკვე აღარ გიკვირს რომ გყავარ. თითქოს არც გჭირდები, ზოგჯერ გავიწყდები. აღარც წარსულში და არც აქ ვარ. ახლა ზეცაც დუმს და არც მას არ ვუნდივარ შენი სიყვარულით ღატაკი. უკვე აღარ ვიცი უნდა გავბრაზდე თუ მუზას ვაპატიო ღალატი. წერას შევეშვი და ფუნჯებს შევეჩვიე, რომ თუ ვეღარ დაგწერ- დაგხატო. თუ არ ჩერდებოდი რაღას მოდიოდი... ახლაც რომ დაბრუნდი- რაღატომ? მაინც ცარიელი გრძნობით მოდიხარ და სიტყვებს ემიჯნება სურვილი. ჩემი სისულელით ფიქრებს გადავმალავ, უკვე ძლივს რომ იტევს დუმილი. უკვე შემეჩვიე... თუმცა ჯერ ადრეა. ჯერ ხომ ცოტა გყავარ მაინც და უფრო მეტი ვარ და შენ რომ არც კი იცი, ისე მიყვარხარ და დაიცა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი