* * * შენს თავს შორდები
"შენს თავს შორდები" - მაფრთხილებ და რა დამრჩენია , დუმილით გითხრა თანხმობა და სევდამ მომიცვას. ყველა წავიდა, ჩემი წასვლა რად გაიკვირვე? ჩამომაშორებს ეს საღამო ალბათ მოტივსაც რის გამოც, დილით გაღვიძებას მოსდევს თვითგვემა. დამსხვრეულ ფინჯნებს კედლებიდან ვკრეფ და ვგიჟდები, რომ ყველა მხრიდან ზურგშექცევით დგანან სვეტებად გადაქცეული წუთები და ისტორიები. ჩემს თავს ვშორდები. საკუთარსაც ვერაფერს ვიტევ. იმაზე დიდი მონსტრიც კი ვარ, რომ მეშინია. არ შეგებრალო, ნუ მაფრთხილებ , ნუ მელოდები. თითქოს რაიმე კარგი მქონდეს, ნუ კი გგონია... ამოიწურა მოთმინება. ყველა სისუსტე , მხოლოდ ამბოხი და უსისხლო განაჯიბრია - ბედის ბორბალთან, უღმერთოდ რომ თავს დამტრიალებს. თავად დავნებდი -ეს ცხოვრების განაჩენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
4 კომენტარი
იქნებ აუდიო ვერსია დაამატო? 🥳☺
როგორ უნდა დავამატო? ^_^
ვნახე :))
☺