* * * * რას იტყვი ?!


რას იტყვი?!
ავხსანათ ბორკილები სიგიჟეს ჩვენში?
თუ გულში ისევ შენს მიმალულ სიმშვიდეს ღვიძავს?
ნუ ერძვი სიტყვებს, ფიქრებია საჭვო უფრო,
გაშლილი ფრთების შეკეცვაა სარისკო რადგან.
აფრინდი ზემოთ.
გამიყოლე.
ღრუბლების იქით
რომ რკალად შევკრათ აწყვეტილი მიზნების ჯარი.
ვაბარებ წარსულს უპატრონო გრძნობების გროვას.
მიწაზე ვტოვებ რაც დამქონდა აქამდე ჯავრი.
ნუ ებრძვი სიტყვებს. ფიქრებია დასტური რადგან
იმ სილამაზის, მე და შენ რომ გვიჭირავს ფრთებით.
აფრინდი სანამ აუკეცავს სამყაროს კალთა.
თან გამიყოლე, სანამ ისევ ვარსებობ შენთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი