* * * გამოგიგონე


გამოგიგონე,
გამოგძერწე ჩემივე ფიქრით.
სივრცეში გაშლილ ოცნებებით
შეგმოსე ჩუმად.
ყელზე მოხვეულ ჩემს სიყვარულს
როცა მოიხსნი,
ნუ გადააგდებ,
მოხვიდე და მე მომცე უნდა.
რამხელა ცაა.
ჩვენ კი მაინც ვერ დავეტიეთ.
ალბათ არ გინდა,
თორემ გრძნობებს 
რად უნდათ სივრცე.
ამდენი ფიქრით
აირევა ერთხელაც გზები.
დუმილით ნათქვამ სიტყვებს
ვეღარ გაიგებ მერე.
შეშლილი გულის
სურვილები დარჩება 
ობლად.
ნეტავ იცოდე
რა სითბოა ამ ლექსის იქით.
რას იტყვი, 
როცა
გულთან მიგრძნობ
იისფერ ფეთქვად?
რას იტყვი,
როცა
ყოველ ღამე
შენს ჩრდილად ვივლი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი