მზეო,ნუ ჩახვალ


მზეო,ნუ ჩახვალ,
ჯერ ადრეა საღათას ძილი.
ისედაც უკვე რა ხანია
ღრმა ძილით მძინავს.
ცოტა ხანს დარჩი,
სამყაროა ისეთი ცივი.
თუ არ გაათბე,
ჩემს ოცნებებს უწყალოდ ყინავს.
ნუ მიმატოვებ,
ჯერ ადრეა დაზამთრებამდე.
ნუ დაუჯერებ ზაფხულის სიცხეს,
ჩემთან ყინვაა.
მჭირდები -მიხვდი,
სანამ თვითონ დაგიძახებდე.
უშენოდ უკვე აღარ ვიცი
რა მინდა?!
ვინ ვარ?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი