* * * გახსოვთ , წაქცევა ...


გახსოვთ ,
წაქცევა
დამოუკიდებელი ნაბიჯების წინ?
როცა გგონია რომ სიარული ისწავლე და მაინც დაეცი.
თითქოს უკანასკნელად...
და ეს წაქცევა სულაც არ გავს
წინა წაქცევას.
უფრო გეტკინა.
მრავალჯერ გადაყვლეფილი მუხლებიდან
ახლა უფრო მეტი გდის სისხლი.
და ქვად ქცეული სხეულიდან
სიჩუმე მოსჩანს.
არადა თითქოს ნაბიჯ- ნაბიჯ,
ფრთხილი ,
სიდინჯით
იქ დაივაკე ,
სადაც დიდი უფსკრული იყო
და შენც დაეშვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი