* * * ( მარტო ვარ ახლა )
მარტო ვარ ახლა. განა მხოლოდ ამისთვის გიხმობ? ახლა ვარ მზად და ახლა გიცან მკურნალი სულის. ხელს გიწვდი, შენი შეცდომილი შვილი ვარ კართან, მხრებზე ცხოვრების სიმძიმით და დაჭრილი გულით. შემინდე ყველა უიმედო დილა და ღამე. შემინდე რომ ვერ შეგიყვარე ყველაზე მეტად. ვფიქრობდი შენ რა ხელი გქონდა ჩემს სიმშვიდეში... ახლა კი ცივი,ნაზამთრალი, სიზმრებში ვწევარ. მარტო ვარ ახლა... ახლა გიცან მკურნალი სულის. შემინდე. მოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი