* * * (ლექსებს , რომლებსაც არასოდეს გამოვაქვეყნებ…)
ლექსებს რომელსაც არასოდეს გამოვაქვეყნებ ექნებათ ჩვენი სურნელი, ჩვენი სხეულის სითბო… როგორც სიჩუმე სიბნელეში, ღამის წყვდიადში. უთქმელი განცდა , სავსე შიშით, სასოწარკვეთით- რომ ჩვენ ვერასდროს გავიხარებთ ამ სიბოროტით სავსე ქალაქში. კარს გავიხურავ… შენ საწოლზე ეჭვით დაჯდები რომ მე უბრალოდ სხეულის ნებას მივენდე და გრძნობა არა მაქვს . დილით კიბეებს ჩავუყვები სწრაფი ნაბიჯით , მომავლის რწმენით- შენ მოხვალ ჩემთვის... (პირველი შანსი უკანასკნელ იმედს როგორ გავს…) და მე იმ ლექსებს , არასდროს რომ გამოვაქვეყნებ შენ შეგინახავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი