* * * (შენ , უკვდავება სტრიქონებში…)


შენ უკვდავება სტრიქონებში, 
ვნებათა ქარში.
მე კი სამსჯავრო 
და შემდგარი კვარცხლბეკზე გელი
მსხვერპლშეწირვისთვის...
სულს გატან და სხეულს ცეცხლს ვაძლევ
მარადიული სიყვარულის გამოსასყიდად.
უკიდეგანო სივრცეებში დაჰქრის ცისთვალი.
ვალი აღარ მაქვს. გასაღებიც გავიღე უკვე .
და მოფარფატე ყვავილებში გახვეულ გრძნობებს
ვტოვებ მიწაზე. თან დუმილით შევხვდები სასჯელს
ამოუთქმელი დარდებისთვის, ერთგულებისთვის.
თავგანწირვისთვის...
დაქრის სიო საბედისწერო. 
ვდგავარ კვარცხლბეკზე და შენ გელი, უკვდავად ქცეულს. 
იქნებ , რაც დავრჩი, მოხვიდე და გადაიწერო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი