* * * და სანამ ისევ არ შეგხვდები


და სანამ ისევ არ შეგხვდები, არ მინდა ვნახო,
არც მზე ცაზე და აღარც მთვარე მშვიდად მთვლემარე.
დაგიცდი სანამ ძილმორეულ იმედებს ღვიძავს.
თორემ თუ მათაც ჩაეძინათ, სად გნახო მერე.
ვიძინებ სანამ შორი ხარ და ჩემამდე მოხვალ,
დამშვიდებული ოცნებების დაგხვდება ხვეწნა.
სიჩუმის მიღმა მიმალული ყვირილის მერე
რა უნდა მეთქვა? გულგრილობა სანამდე მეწნა?
ამიტომ ახლა ამ ერთხელაც დავხუჭავ თვალებს,
რომ მერე ისევ გულანთებულს გხედავდე ჩემს წინ.
სიზმრადაც მოსულს თუ გაქციე ზურგი უეცრად,
გაგებუტე და სითბოს ვითხოვ იცოდე ჩემს წილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი