* * * მომენატრა შენთან ერთად


მომენატრა შენთან ერთად მინდორ-მინდორ სირბილი,
ჩამსხვრეული ფანჯრებიდან ჩუმი გადაპარება.
თავსხმა წვიმის მოლოდინში აფუზული ჩიტების
ჩვენს ბუდეში გადმოსხმა და თავის შემოფარება.
შენს ეზოში დაკრეფილი, ყვითელ მინდვრის ყავავილებს,
მოწყენილი თვალებიდან ცრემლები სდით ლარნაკში.
გაბუტულან ოცნებები... ჩემზე ისე ბრაზობენ,
ამიკრძალეს სიცილი და შენთან ერთად თამაში.
მომენატრა შენთან ერთად ხეტიალი ღრუბლებზე,
ვარსკვლავებთან ნაკეკლუცარს ქარის ფრთებით გარდაქმნა.
მთვარის შუქზე მომლოდინე შენი ტკბილი ტუჩების
მოყოლილი ლექსები და მარტოსულზე ბალადა.
მომენატრა შენი გულის ჩემს სხეულში თარეში.
ემოციებს აყოლილი სანამ ისევ ავტირდი,
დავივიწყებ რა მინდა და ან საიდან მოვედი.
გათენების მოლოდინში შენს კალთაში ვიძინებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი