დაგაგვიანდა


დაგაგვიანდა.
აღარა ვარ თითქოს ისეთი,
მზე რომ უყვარდა,
გათენება დილის მოლურჯო.
შემომეცალა ემოცია უკვე სამღერი
და აღარც სითბო აღარ დამრჩა მგონი 
საშენო.
დავიწყებული მისამართი...
ვკარგავ შეგრძნებებს.
აღარ ვწერ,
აღარ გელოდები,
აღარ ვოცნებობ.
წაქცეულ ბავშვის ტირილი მაქვს.
ახლა ისეთი
რამე მჭირდება 
ავმღერდე და
კვლავ აგაშენო.
გაფერმკრთალებულ დღეებს უკვე ვერ შველის ფიქრი.
სწრაფად მიმოქრის იმედების ქარი
უფერო.
ცეკვავს ტკივილი.
ზეიმია ახლა ცრემლების.
და არც კი ვივი
საკუთარ თავს როგორ ვუშველო.
ისევ ამოდის მთვარე
თითქოს
შენი ფანჯრიდან.
თითქოს სვეტებიც წაქცეულა თავშეკავების.
მაინც მეძახის მონატრება,
მაგრამ რა გიყო.
დაგაგვიანდა...
აღარა ვარ ისევ ისეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი