* * * აცივდა. დეკემბერს სჩვევია ქარბუქი


აცივდა.
დეკემბერს სჩვევია ქარბუქი.
უხდება ჩემს სარკმელს ყინვა და
სიცივე.
ამდენი წელია ვხატავ და ვერაფრით
შევნიღბე უტიფარ ფიქრების
სიშიშვლე.
ერთხელაც ღრუბლებზე გაწოლილ
მოლოდინს,
ხელს თუ კი შევაწვდენ, ვიტყვი რომ
მშვიდი ვარ.
დრო მიდის მდუმარე ნატვრების
თანხლებით
და მაინც ყველაზე პატარა დიდი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი