* * * შენ რომ მეტყვი -კარგი ვარ


შენ რომ მეტყვი -  კარგი ვარ, 
შენ რომ მეტყვი - გიწამლე
ჩემს ტკივილებს კარადის 
ბნელ კუნჭულში  ვინახავ.

პაწაწინა ხელის გულს, 
ჩემს ხელებს რომ ატოლებ, 
შენ რომ ახლა გიყვარვარ
შენ რომ ახლა გიყვარვარ…

არ სჩვევია არავის ,
სულის ასე შენახვა.
შენს თვალებში ჩასახლდნენ
გზები ჩემი სახლისკენ.

გელოდები პატარას, 
ჩიტს, გაფრენილს ბუდიდან, 
მეც ხომ ასე ვეძებდი, 
თავშესაფარს ოდესღაც.

შენ რომ მეტყვი -კარგი ვარ.
შენ რომ მეტყვი -გიწამლე.
შენ რომ ასე გიყვარვარ,
შენ რომ ასე გიყვარვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი