მინდა რომ ვიყვირო ..


მინდა რომ ვიყვირო
ხმამაღლა .
ამყევი...
ქალაქს რომ მოედო 
ნისლი და
ბნელია.
ქუჩები მიხმობენ
ვიცი, რომ 
დამხვდები.
მოვდივარ
და თითქოს
მაინც 
ვერ მოვდივარ.
მინდა რომ 
ჩემს სულში გამჯდარი სიგიჯე
როგორმე მოვთოკო,
ვუპოვო მიზეზი
არეულ ღამეებს,
ლოდინით გაჟღენთილს
ამტკივდა კაკუნი
კარებზე სიჩუმის.
დილაც რომ სავსეა
ჭაღარა სიცილით.
მთელი დღე დამყვება 
ფოთლების შრიალი
იმ უცხო მხარიდან
რომ დამრჩი გუშინ და
ზამთრამდე მინდა რომ
გიპოვო.
ვინ არის
ის უცხო ჩემს კართან,
მოსული შორიდან.
გადადგმულ ნაბიჯებს 
ცრემლებს რომ მიდარებს?
ფანჯრებზე ვაფარე
ფარდები შიშის და
ჯერ ისევ ცოცხალი
სიკვდილთან ვაბარებ
მოკითხვას მთვარეს და 
გეტყვი რომ
ცოტახნით
დავრჩები მიწაზე
შენთვის და ცრემლისთვის.
სარქველი მოვხსენი 
ოცნებებს უკვე და
რაღა დროს ძილია,
ვერაფრით ვამაგრებ
აწყვეტილ სიგიჟეს,
თუ ქალაქს მოედო
ეგ ნისლი.
ჩემს ტკივილს 
ჩამოგავს ძალიან.
მიყვარხარ 
როგორაც 
ამ ღამეს სიჩუმე.
მიყვარხარ 
და მაინც
რამხელა შიშია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი