* * * ( შენ გაიცინებ...)
შენ გაიცინებ... მე გეტყვი რომ კვლავ პატარა ვარ გოგო, რომელიც შენს სიცილზე ისევ ვიბნევი. გაგეპრანჭები, შეგიყვარებ, თავს შეგაყვარებ. ხელს ჩამჭიდებ და მეც უსიტყვოდ აგედევნები. შენ გაიცინებ... დამაბრალებ - ვერ გავიზარდე, რადგან ოცნებებს ვერ ველევი, ასე ძალიან ვებღაუჭები იმ სამყაროს, სადაც მე და შენ... მხოლოდ მე და შენ, და ტკივილთა ეშაფოტია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი