* * *(საით წავიდეთ? )
საით წავიდეთ? წასასვლელიც აღარსად დაგვრჩა. ჩავხერგეთ უკან დასახევი ყველა გზა თითქოს. შეპყრობილები გავემიჯნეთ სამყაროს მცნებას და სხვა სამყარო ავაგეთ და შევქმენით თვითონ. სადაც ქარბუქს და ნაზამთრალ ცას სიმშვიდე მოსდევს. სადაც წვიმს, მაგრამ არ ვცივდებით ... კარს ვტოვებთ ღიას. აღარც სიბნელის, არც ტკივილის , უიმედობის არ გვეშინია ... არ ვტირივართ , არც სითბო გვშია. დამდურებული სიმარტოვე სარკმელთან გვიზის. ერთ დროს, რომ მშვიდად ჩვენს კედლებზე დაედო ბინა. არაფერია ახლა თითქოს სურვილზე მძაფრი. სულში ელვაა სიყვარულის... ელვა და გრგვინვა. თუ კი სიტყვები ქარს მიჰქონდა, ამაოდ თქმული. თუ კი სულიერს არ ესმოდა ჩვენი განგება. ნაფეხურებზე აღმოცენდნენ თითქოს ლექსებად და თვალუწვდენელ ბადეებში თვითონ გაება... ყველა გაბნეულ ოცნებებს თუ მიზნებს , სურვილებს გამარჯვებისფერ სიმღერებით ვკრავთ და ვინახავთ, ჩვენ, ასაფრენად მზადყოფნისას ყველა სისუსტეს, მტრედების გუნდი ბუმბულებქვეშ შემოგვინახავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი