* * * ( ნუ მიმატოვებ, თუ გიყვარვარ...)
ნუ მიმატოვებ, თუ გიყვარვარ, ნუ ტკეპნი ფიქრებს. მოდი და ყოველ ამოსუნთქვად მოვედოთ ქალაქს. ნახავ, რომ შენი სურვილები ზეცამდე იფრენს. ნახავ, რომ შენი სიყვარული სხეულით დამაქვს. ნუ წახვალ, სანამ არ მომისმენ, იქნებ და გითხრა ჩამავალ მზეს რომ უსიცოცხლო მოყვება ღამე, რა სითბო დამრჩა ამოუთქმელ სიტყვების მიღმა... სახეზე ისევ ავიფარე სიცილი მლაშე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი