* * * (ფეხქვეშ ვეღარ ვგრძნობ მიწას ...)
ფეხქვეშ ვეღარ ვგრძნობ მიწას. ცისკენ ჯიუტად ვიწევ. არ ვიცი როდის გნახავ, ჰოდა წერილებს გიწერ. სიტყვა ქცეული წვიმად შენს ფანჯრებს როცა ჩარეცხს, კოცნით გამომშრალ ტუჩებს და მომლოდინე თვალებს, ცაზე დავხატავ ფრთებით ლამაზ ოცნებად მორთულს. მინდა ყოველთვის მცნობდე წვიმად თუ მნახავ მოსულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი