* * * (ტუჩებზე ნამცეცად გაყრია ვნებები -...)
ტუჩებზე ნამცეცად გაყრია ვნებები- ნაყოფი სიგიჟის. ღიმილით იშორებ, გაშინებს მანძილი, საზღვრები სიმშვიდის . დილიდან არეულ მოლოდინს მიგიგავს თვალებით ჩურჩული. არადა სათქმელი ერთხელაც უნდა თქვა. და სანამ უფსკრული პირს აღებს საჩვენოდ, თუ გზების მთავრდება გადავლას მოვასწრებთ?! საღამოს როდესაც ზიხარ და კითხულობ სულ ბოლო მინაწერს. რამდენი ცრემლია ფურცლებზე დაღვრილი თუ იცი, იმ დღიდან, რომ აღარ ყვავილობს ის ჩვენი ზღაპრები ოცნების ბაღიდან. დრო გადის , ფოთლები ჭკნება და იცვლება ფერები მოთმენის. მაშინებს სიმწვანე დღეთა და ატანა ხავსიან სიჩუმის. მოვალ და მე მოგწმენდ თვალებზე მოლოდინს. ყოველ დღეს ცრემლებად რომ რწყავდი ოდესღაც, იქნებ და დამთავრდეს ოცნების ახდენად?! ახლა კი ტუჩებზე ნამცეცად გაყრია ვნებები უფერო, რომ მერე ადგე და დღეებს მარტოობის თავიდან უმღერო?! სიჩუმე ყოველთვის არ ნიშნავს სიმშვიდეს, და მაინც ვინ იცის, იქნება ყვირილიც არ არის ნიშანი მოლურჯო სიგიჟის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი