* * * სისინებს ღამე


სისინებს ღამე,
ბნელ პარკებში ცარიელ სკამებს
მალულად,
პარვით
მოლოდინი აწვიმს
და აწვიმს.
მუხლებზე აზის
სასიკვდილოდ განწირულ
ფიქრთა
ნამდვილი ბედი.
თან თითებით უძებნის სევდას,
თვალებში ჩამდგარ
გაურკვეველ სურვილთა წყებას-
გაჰკივის გული.
ეფერება
სისხლიან ტუჩებს
სისინებს ღამე.
სადაცაა იელვებს ზეცაც
და გლოვის ნიშნად
სულ ელ-ჭექით ჩარეცხავ ქუჩებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი