* * * (ხან მინდა ვგავდე...)
ხან მინდა ვგავდე ხის კენწეროს შერჩენილ ფოთოლს, ქარი რომ მოსწყვეტს , მიაბარებს მიწას და წავა. ხან მინდა ვგავდე ეზოს ბოლოს ამოსულ ყვავილს, უსახელოს და შეუმჩნეველს... ყველაზე გვიან შენ მოხვალ ჩემთან. გამოწვდილ ხელს ვერც კი შეამჩნევ . და თავდახრილი, ფრთამოტეხილი ჩიტების მსგავსად, ვერ გადავუფრენ ცივ ქალაქებს თბილ ქვეყნებისკე. და მოურწყავი ყვავილივით დავჭკნები ალბათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი