სად ხარ?!


გვალვები მორჩა.
გაწვიმდა და ადიდდა ისევ
გრძნობებით სავსე მონატრება.
კალაპოტს კარგავს.
სივრცეთა შორის იკარგება 
სახელი
შენი.
ნისლიან ფერდობს მოვყვები
და
მანიშნე სად ხარ?!
მიყუჩდა სულში ფესვგადგმული
ტკივილი უკვე.
გზის ბოლოს შენი ნასახლარის
კვლავ მინდა ნახვა.
აგებულ ტაძრებს 
კედლებიდან რომ მოსდის ცრემლი.
მოხვიდე იქნებ,
ან როგორმე
მანიშნე
სად ხარ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი