წამო ...


წამო, ქალაქს შევესიოთ მონატრებად.
ქუჩებს კოცნით გამოვტყუოთ სიცილები.
ფანჯრებს შიგნით მიტოვებულ ტკივილებთან
გრძნობებს საზღვრად შემოვავლოთ ყვირილები.
და ჩვენ სანამ ქვაფენილებს ავუყვებით,
თმებში ჩაწნულ სიყვარულებს გადავმალავ,
მანამ შევკრათ ოცნებების მთელი ჯარი,
რომ კარებთან დავუტოვოთ ალაგ-ალაგ.
დაღამებას სადმე ერთად დაველოდოთ.
ცრემლებს ჩუმად დავმალავ და გამიცინე...
წამო, სანამ გზები მოსჩანს მოხატული.
წამო, სანამ სიხარულად დაგიცდიდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი