* * * ( და სანამ ისევ ცოცხალი ვარ )


და სანამ ისევ ცოცხალი ვარ , მომეცი ხელი.
ვინ იცის, იქნებ ამ საღამოს ბოლოჯერ ვსუნთქავ.
შემინდე ყველა ტკივილი და უმიზნო ცრემლი.
შემინდე ზოგჯერ გულგრილი და სასტიკი თუ ვარ.
იცი, რომ თუ კი გამოჩნდები ჩემს ახლოს სადმე,
ფეხებთან დაყრილ გაცრუებულ იმედებს ნახავ.
საკუთარ სხეულს თუ ამ წუთას რაიმე ვავნე,
იქ, წლების მერე, სხვა ცხოვრების შემდეგაც გნახავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი