* * * (დამწყვდეულ სურვილებს თანდათან ავუშვებ)


დამწყვდეულ სურვილებს თანდათან ავუშვებ
და სადაც ყვავილობს გრძნობები საჩვენო,
იქ წამო. ვუძებნოთ ნაპირი სინათლეს,
რომ ჩემი სამყარო თავიდან გაჩვენო.

ნისლივით ვრცელი რომ მოგიცავს სიცილი,
სხეულში მალული ცეცხლი რომ გიზგიზებს.
ბურანში დარჩენას გპატიობს აღარ და
მძინარე სიგიჟეს ერთბაშად გიღვიძებს.

და უცხო მხარეში მე და შენ! შენ და მე
ვზივართ და მეწამულ ზეცას რომ ახედავ,
მიხვდები რამდენჯერ მოგპარე სიცილი
და როგორ გისურვე ოცნების ახდენად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი