* * *(და როცა მოხვალ გათენებას დავუცდით ერთად)


და როცა მოხვალ გათენებას დავუცდით ერთად.
ღამეებს ფიქრით ავუკეცოთ შეშლილი ფრთები.
შენს გვერდით მშვიდი, ქარიშხლიან მოლოდინს ვგავარ,
თანაც ჩემამდე მანძილს ახლა ლექსებით გითვლი.
ფანჯრებს თუ ღიას დაგიტოვებ მთვარიან ღამეს,
ვიცი, რომ ციდან მოლურჯისფრო სიმღერით მოხვალ
და მერე როცა გათენებას დავუცდით ჩვენში,
გეტყვი, რომ ჩემში უსასრულო ლოდინიც მორჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი