შუაღამე
შუაღამისას და უფრო შუაღამით როცა გეხერხება წერა მშვიდად და ქალაქიც მიეცემა ძილს შენ გადახედავ არე-მარეს და დაინახავ ერთადერთ ანთებულ ნათურას შეამჩნევ ამ შუქზე როგორ მკრთალად აირეკლება გოგონას თითებში ჩარგული თავი გვერდით ფინჯანი ჩაით ,ღამენათევი თვალებით და გამოცარიელებული წამლის კოლოფით ყრუდ გაიგონებ როგორ გათელა მან ფეხქვეშ იატაკი როგორ შემორჩა ფანჯრის მინას მისი ნერვიული თითების ანაბეჭდი როგორ აგვიანებ ტრადიციულად და სინქრონულად და როგორ გეპარება დრო თმაში თეთრი ფერით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი