ყვითელი
მეეზოვე აგროვებს ყვითელ ფოთლებს და სანაგვეში ყრის .იგი დგება ნახევარზე ექვსის .ამ ყვითელ ფოთლებს მიჰყვება ბავშვობა ,ყმაწვილობა ,ახალგაზრდობა - მწვანე რომ იყო და ახლა რომ თანდათან ჭკნება და ხდება ფერი -ყვითელი.ვზივარ ფანჯარასთან და გიყურებ.ღრუბლიანი ამინდია ,გუნება-განწყობის შესაბამისი .დუმს ქალაქი ,დუმს შემოდგომის ფერი ხეები ,დუმს -მე .არ იცის საიდან დაიწყოს და დუმილს ამჯობინებს .გაცვეთილია ირგვლივ ყოველივე და ეს სიტყვებიც მეტად ბანალური ხდება,უღიმღამოდ ჩანან ანტენები ,თითქოს ყველა და ყველაფერი იზიარებს შენს განწყობას ისევ თავიდან დაწყება ,ისევ წასვლა და დაბრუნება .მარეტიანებს სამყაროს მანკიერებანი და დაწერილი უმართლო კანონები .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი