წერილი მას


შენ მე ისევ ბავშვი გგონივარ,არ შეგიძლია ჩემში დაინახო ქალი ,რომელსაც ესმის ,ხედავს,გრძნობს ცხოვრებას და მაინც ამ უკანასკნელის ვერა გაუგია რა , შენში მე ბავშვად ვრჩები  ,არა ,მე აღარ ვარ ბავშვი,რომელიც საპნის ბუშტებს ბერავდა და არ ესმოდა ასე უცაბედად რატომ ქრებოდნენ ისინი, ან საით მიდიოდნენ ,იქნებ უცხო მხარეში ,სადაც მზეც და მთვარეც ცისარტყელასავითანათებენ იქნებ იმ მხარეში სადაც სიყვარულია, იქნებ სულაც ცაში . მიუხედავად ჩემი მცდელობისა , მარცხი გარდაუვალი იყო, მძიმე ნათქვამია, მე აღარ ბავშვი ,რომელშიც გიტაცებდა  მწვანე  თვალები  ,რომლებიც ნიშნავდა უბრალო შეურყვნელ ბუნებას ,შენ ახლაც შეგიძლია მიყურო თვალებში,მიყურო,დაუსრულებლივ, მიყურო მაშინაც როცა თვალები დახრილი მაქვს და მაშინაც როდესაც მძინავს .თუმცა შენ ვეღარასოდეს დაინახავ იმას რასაც ხედავდი ადრე, გესმის, ჩემი მცდელობის მიუხედავად ისინი მოკვდნენ, ისინი აღარ ანათებენ საყვარელო , ისინი გადასხვაფერდნენ  ჩაღრმავებულ  თვალებთან, კანის სიყვითლესთან _ ვენების ფონზე .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი