ნ -ს


დგება ხოლმე მშრალი ,ხელმოცარული დღეები ,როცა თავში არაფერი მოგდის რომ დაწერო ,იმდენად ხარ დაცლილი ყოველდღიური რუტინით.ხშირია წუთები,როცა გინდა იმდენად ჩაიკეტო საკუთარ თავში არც კი გახსოვდეს რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები შენს დარდს და გულისნადებს რომ გაუმხელ და უცებ სინათლეს დაინახავ ,ისეთ კაშკაშას რომ არც კი გჯერა თუ კიდევ შეგეძლო რისამე რწმენა. შეღამებისას გადახედავ იმ ხედს შენი ოთახის ფანჯრიდან რომ მოჩანს და გსიამოვნებს თუ როგორი სინათლეა ვიღაცის ფანჯარაში ,როგორ დაფუსფუსებს ნაძვისხის გარშემო მეზობლის ბავშვი და კისკისებს .შენ ისევ გააგრძელებ ,,ხელმოცარულ'' საქმიანობას ,აიღებ რამდენიმე ფურცელს და კალამს,წერ, იქამდე წერ ,სანამ ძარღვები არ დაგასკდება ,სანამ არ ჩაგეძინება  შენს რამოდენიმე წინადადებიან ნაბოდვართან ერთად ,ეს არის შენი დღევანდელი ქონება ,შენი უსასრულობა .მიწაც დაიღლება მთვარის ყურებით და მზეს გზავნის დედამიწაზე,ასეც ხდება ხოლმე ,როცა ერთი წვეთი სიმშვიდეა საჭირო რწმენისათვის. ისევ ფიქრობ ,როგორ გახდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართული შენი ბავშვობის მეგობრები და გიჩნდება კითხვა რატომ არ ხარ მათნაირი ცხოვრებას აყოლილი ,თუმცა არ გჭირდება დიდი დრო პასუხისათვის ,ისედაც იცი ,შენ უბრალოდ ასეთი ხარ .არის ხოლმე გამონათებები,როცა შენ ყველასნაირი ხარ და გიხარია ,რომ აღარ გღრნის უაზრო ემოციები ,პროტესტი სამყაროს მიმართ. უხეირო ეტიუდია შენთვის ყოველდღიური მოფუსფუსე ადამიანები ,შენ ეს გკლავს ,თუმცა მაინც გაქვს იმედი ,უფრო რეალობას მოკლებული ,ოცნებები ,რომელსაც ახდენა არ უწერია ,სამყარო ასეთია,თუ ნაბიჯით ჩამორჩი ,ის აღარ მიგიღებს ,შენ კი არა მხოლოდ ნაბიჯით არამედ მთელი კილომეტრებით ჩამორჩი მას, მაგრამ საბოლოოდ შენ ეს არ გადარდებს ,რადგან იცი შენ უნდა ყოფილიყავი ის რაც ხარ ,ამიტომ გქვია ინდივიდუალური შეშლილი ,შენ ვერ იქნებოდი ვიღაც სხვა ,რომელიც სხვადასხვა ფირმის მანქანებით დადის წვიმაში,ქარსა თუ თოლში ,უამრავ კერძს აგემოვნებს სხვადასხვა ღირშესანიშნავ ადგილებში ,ჰალსტუხი ან მაღალქუსლიანები უჭერს ,თქვალთმაქცობს ელიტა საზოგადოებასთან ,ასე ვთქვათ შენთვის ასეთი ადამიანი მასხარაა ,შენი თავისუფლება უკიდეგანოა და შენ გიზიდავს იგი ,მიუხედავად იმისა რომ წვიმას მთელ სხეულს უშვერ და არათუ ფირმა ავტომანქანას  ,ქოლგასაც არ ცნობ ,შენი ყოველგდღიური საკვები კი ფინჯანი ჩაი და ყავა გამხდარა ,შენი სტილი თბილი,ნაქსოვი , ჭრელი კაშნები და მაღალყელიანი ბათინკებია, შენი მიმიკები ბევრად სათნო და გულწრფელია ,შენი ცხოვრება მცირედია  და სხვების თვალში ცოტა უცნაურიც ,თუმცა შენ ეს ხარ და სამყაროს ჭირდები ისეთი როგორიც ხარ ,გაიღიმე ახალგაზრდავ ნუ გეფიქრება ,რომ ვერ გახდი ზედმეტი ქონების მფლობელი  , გააგრძელე შენი  ბევრისათვის გაუგებელი და არაამქვეყნიუეი ხელოვნებისათვის ,,მსხვერპლშეწირვა'' .,, ამ ქუჩაზე მხოლოდ შენი ხმა უნდა ისმოდეს''.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი