ნიაზი


ნიაზმა ნაცნობი აღმართი აიარა და მოპირდაპირე მხარეს მდგარ სახლს დაუწყო ყურება.სარკმელთან ოდნავ ბჟუტავდა სანთელი,თუმცა ნიაზისათვის რთული გასარჩევი არ იყო თუ ვინ ათენებდა ღამეს პოეზიის რომელიმე კორიფის კითხვაში.ეცნო ჩვეული პოზა ,რომელიც ლანდივით ,შავად მოჩანდა ქუჩიდან .ჩვეული ფინჯანი ჩაი ,რომელსაც გოგონა მიირთმევდა ყოველღამით მთელი თავისი ქალური სინაზით მიჰქონდა ტუჩებთან,ნატიფი თითებით ,დაძარღვული მწერლის თითებით და ისევ ლამბაქზე დგამდა.კითხულობდა და წერდა,ფიქრობდა ,დუმდა დ ალბათ განიცდიდა კიდეც.გურამს მოენატრა იგი.გაიხსენა მისი თმების,თითების და კანის სურნელი.როგორ ავსებდა მთელს ოთახს მისი წითური ,გრძელი თმები და როგორ ვერ შეძლო რომ შეენარჩუნებინა ყველაზე მთავარი ქალი მის ცხოვრებაში.სცადა ქუჩა გადაეკვეთა და ახლოს მისულიყო სარკმელთან,როგორც ახასიათებდა ხოლმე ძველად.მღერა ,ეჩურჩულა საყვარელი ქალის სახლთან და ასეთი ოინბაზობით გარეთ გამოეყვანა საყვარელი ქალი .ქალი ეხლა,ადრე კი გოგონა რომლის გამოც ნიაზის ღამეები მუდამ თეთრი იყო.გადაწყვიტა რამე მის კარტან გაეტარებინა .არც ენახა ,არც ეთქვა როგორ ნანობდა,როგორ იმენდა ,როგორ უყვარდა.შეენახა უთქმელი სიტყვები ,რომლებიც ახრჩობდა.ფიქრობდა ,ისიც კი საკმარისი იქნებოდა იმ ადგილის ჰაერით ესუნთქა ,რომლითაც ქალი სუნთქავდა ,შეხებოდა თითებით იმ სარკმელს ,რომელსაც  ქალი ეხებოდა,ეყურებინა ცისთვის ,როგორც ადრე და ეოცნება .ნიაზმა შენიშნა ,რომ ქალს სანთელი ჩაექრო.ალბათ ულვე ჩაეძინა კიდეც .ფიქრობდა,ერთხელ მაინც დაენახა მძინარე ,დაეკოცნა თვალები ,ჩაძირულიყო მის თმებში და სულ ცოტახნით მაინც ეგრძნო რომ ცოცხალია .ვერაფერი მოიმოქმედა ,ისეთი რაც გააბედნიერებდა.ადგა და ქუჩას გაუყვა.ნიაზი ცარიელ არყის ბოთლს ხელს არ უშვებდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი