ზღვარი
გურამმა თოვლიანი პალტო დაიბერტყა და გაყინულ ოთახში შევიდა.ძველთაძველ მაღალყელიანებს თავისი დრო მოეჭამა,ერთულად ემსახურა ერთგული პატრონისათვის.გურამს ფეხსაცმლის გაცრეცილ ადგილებში ეპარებოდა თოვლის ცივი სისოვლე .მას სულ რამოდენიმე ღერი შეშა ჰქონდა ,რომელიც კიდევ წინა წლის მონარჩენიდან ჰქონდა გადანახული .მან შეშა იატაკზე დაყარა და ცეცხლის დანთებას შეუდგა .ასე თუ გაგრძელდა დიდხანს ვერ გავიტანთ ამ ზამთარს - ფიქრობდა იგი ,საკუთარ თავზე მეტად დედა ედარდებოდა,ის ხომ ამ სუსხინ ამინდში თავის ნაქსოვ ტანსაცმელებს ყიდდა . არ შემიძლია ყურები ჩამოვყარო და გულხელდაკრეფილი ვიჯდე ,არ შეიძლება ზამთარს შევუშინდე ,სხვა ამგვარი ფიქრებით გართულმა ცეცხლი გააჩაღა და ცოტა გათბა .სამზარეულოში რამოდენიმე ცალი კარტოფილი ჰქონოდა გადანახული და მის გაფცქვნას შეუდგა ,უნდოდა დედასთის რაღაც საჭმლისმაგვარი დაეხვედრებინა.როცა ეს პროცესიც დაამთავრა დედაც დაბრუნდა ,არც კი გახსენებია რომ ციოდა და ყინვისაგან უცნაური ფერი ჰქონდა მიღებული .გურამისკენ გაექანა და ჩაეხუტა ,დედა-შვილი დიდხანს იყვნენ ამგვარად.გურამმა კარტოფილი , დღესასწაულისათვის გადანახული ცოტაოდენი ღვინო და შავი პური დედას დაუდო და ჭამა გააგრძელა ,იგი გამალებით ამოძრავებდა ყბას ,აშკარა იყო დილიდან მოყოლებული არაფერი ეჭამა .ვახშამი დაამთავრეს და შეშაც გათავდა . -გურამ ,არა გცივა ხომ? ჰკითხა დედამ ,როცა დასაძინებლად ემზადებოდა .სურდა,ძალიან სურდა რომ გურამს არა ეთქვა ,რადგან ისევ იმის ფიქრით არ დაეძინა ,რომ სიცივემ და სიღატაკემ გატეხა ობოლი ბიჭი . -არა ,დედი ძალიან თბილია შენი ნაქსოვი საბანი ,ძილინების. დედას შვებით დაეძინა ,მაგრამ იგი გრძნობდა როგორ დღითი-დღე უძლურდეობდა ხმელი ქალი მარტო ,ამ ცივ ზამთარში.შეიძლება გადაირჩინო თავი იმედით და იყო ყოველთვის რაღაც ახლის მომლოდინე,მაგრამ დედა-შვილის იმედი უსასრული იყო . იმ ღამეს არ ეძინდა დედა-შვილს და საერთოდ მთელი ზამთარი ღამენათენები დგებოდნენ ,ყოველი კუთხიდან უღრენდათ სიცივე . იმ წელს გრძელი ზამთარი დაუდგა მთელ სოფელს, როგორ არ ინდომებდნენ და რაზე აღარ მიდიოდნენ იმ სოფლის ბინადრები, ყოველდღიური ფუსფუსი მათი ჩვეულება გამხდარიყო .ზოგი წონისას კილოს იპარავდა ,ზოგი ხურდას ნაკლდებს უბრუნებდა მყიდველს ,იქვე ახლო ,გურამის დედა ყიდდა ნაქსოვ ტანსაცმელს .ყველა სავსე სუფრით შეხვდა ახალ წელს ,დედა-შვილის გარდა . მათი ქონება ძალზე მწირი იყო. მოხარშული კარტოფილი ,ისევ ღვინო და დედის შენახული ჩურჩხელა , სულ ცოტა დაბალფასიანი ტკბილეულით და მამის ჩარჩოში ჩასმული სურათით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი