სკოლის საგნები..


მათემატიკა ეს არის იქსი,
ხოლო ქართული ფერთა გამაა.
ისტორიაში ხმალთა ძახილი
და ეს ფიზიკა მტკიცე რამაა.

ქიმია ჩვენი რეაქციაა
ყველა საგანი უსულოთაა,
ხელოვნებაში სიტყვის სინქრონი.
წარმატება კი აქ შრომითაა.

ასტრონომია ბუნების ხედვა,
ალგორითმული წყობის ვარსკვლავი,
რწმენის სიმძაფრე რელიგიაში
და სიყვარული აქაც მთავარი

მასწავლებელი ჩვენივ გონება,
წიგნიდან ბევრი მაგალითია
და უცხო ენის 14 ენა,
რეალობაა თუ კვლავ მითია?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი