მე შენ მიყვარხარ!


მე შენ მიყვარხარ მიახვედრა ადამმა ევა..
რამეთუ ევამ არ იცოდა ჰომოთა ენა,,
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში..
მე შენ მიყვარხარ და ატირდა პატარა ბავშვი.

მერე გამრავლდა გაიზარდა, დროსტან იომა,
და ამ ბავშვისგან გაიზარდა კაცობრიობა..

აშენდა რომი, ბაბილონი, დიდი ელადა 
მე შენ მიყვარხარ ყველგან ქუხდა ყველგან ღელავდა,

მე შენ მიყვარხარ! შენი ალით უნდა ვიდაგო,
საყვარლის ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო.

მე შენ მიყვარხარ! და შორენას გრძნობებით ნაზით
დიდოსტატს სურს რომ მოეკიდოს ვით ჭიგოს ვაზი..

მე შენ მიყვარხარ! კაპუჩინის შორეულ ბაღში
შეერთდა ორი უცოდველი ამბორი ბავშვის.

მე შენ მიყვარხარ! გვირილებით მინდორს ამკობენ,
გოგო-ბიჭები სიყვარულზე ლაპარაკობენ,,

მე შენ მიყვარხარ მიახვედრებს ადამი ევას
და არ მოკვდება სიცოცხლე ქვეყნად..

                  1997წელი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი