უფალო მჭირდები. ..
არ ვიცი მამაო! მასწავლე ყოველი, საიდან იწყება ცხოვრების მორევი?! არ ვიცი უგნურმა...რა არის სამყარო.. მიტომ მყავს გარშემო ამდენი მომრევი. გთხოვ შემაგნებინე ეს ძალა ღვთიური, წამიდან-წამამდე მანძილი მასწავლე. ცოდვილი მიწაზე მძიმედ დავაბიჯებ, ლამაზად ცხოვრება ვერასდროს გავთვალე. გარშემო ტყუილები და ფარისევლობა, დაეცა სამყარო ამდენი ბოროტით, შესცვალეს უფალო თქვენივე შეჰქმნილმა, მსოფლიო გაივსო ელექტრო რობოტით... ამ დედამიწაზე ფეხს რომ ვდგავ ვმძიმდები, ღმერთო უსასრულოდ, ოჰ! როგორ მჭირდები... 21.06.2017..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი